ბლოგი

Uncategorized10 პოსტერი, რომელიც დღეს ვერ იარსებებდა
10 პოსტერი, რომელიც დღეს ვერ იარსებებდა

 

საბჭოთა პლაკატები ბევრ საინტერესო ინფორმაციას იძლევა იმდროინდელ პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ტრენდებზე. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი პოსტერი დღევანდელობაში სრულიად არარელევანტური და შეურაცხმყოფელი იქნებოდა არაეთიკურობის, სიძულვილის ენის თუ სხვა მიზეზის გამო. 

ჩვენს მიერ შექმნილ პლატფორმაზე poster.aldagi.ge იპოვით 10 პოსტერს, რომელიც დღეს ვერ იარსებებდა:

 

1: სარეცხი საშუალება – სპუტნიკი

“ქალებო!” – ამ ვითომდა “სეგმენტირებული” მიმართვის გამო დღეს ეს პოსტერი სექსისტურ რეკლამად ჩაითვლებოდა, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ,  მსგავსი შინაარსის რეკლამები მაინც გვხვდება სხვადასხვა ინდუსტრიაში და იმედია, ნელ-ნელა ეს ტენდენცია საერთოდ გაქრება. 

 

2: ჟურნალი “პიონერი” და “დილა”

 

 

ვეღარ გამოვიწერთ, უბრალოდ იმის გამო, აღარც “ცეკა” არსებობს და აღარც ლენინის ნორჩ პიონერთა ორგანიზაცია, რომლებიც ამ ჟურნალს გამოსცემდნენ და აღარც ახალი თაობის განმსჭვალვა გვინდა კომუნისტური სულისკვეთებით. 

 

3: ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს!

 

დღეს ეს პლაკატი ალბათ კონტრაცეფციის რომელიმე საშუალების რეკლამა იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სახელმწიფოსგან შემთხვევითი სექსუალური კავშრისგან თავის არიდება, კომიკური მოწოდებაა, ამიტომ, მოდით, უბრალოდ პოსტერის ვიზუალური მხარე შევაფასოთ.  

 

4: მიეცი გზა ტრანსპორტს!

 

 

ამ პოსტერის შექმნის თარიღი უცნობია, თუმცა მსგავსი გზავნილები 50-იან წლებში ვრცელდებოდა და საკმაოდ დიდხანსაც შეინარჩუნა აქტუალობა. 

დღეს, მთავარი პრიორიტეტი ქვეითია, რომელსაც, პირიქით, ტრანსპორტმა უნდა დაუთმოს გზა.

 

5: ნუ გაილეშებით

 

 

ალკოჰოლის მიღებაზე შექმნილი ეს “მრავალმოქმედებიანი” პოსტერი საკმაოდ არაეთიკური და დისკრიმინაციულია, რომ არაფერი ვთქვათ პლაკატის სათაურზე “ნუ გაილეშებით!”, რომლითაც ცენტრალური მთავრობა, როგორც ჩანს, მძღოლებს მიმართავს. 

 

6: მოსპეთ მოხეტიალე ძაღლები! / გაატყავეთ დაკლული ღორი!

 

 

დღევანდელობი გადმოსახედით, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და არაჰუმანური პოსტერია, რომელიც ქუჩის ძაღლის მოკვლაზეა და გარდა ამისა, ის მოუწოდებს კიდეც საზოგადოებას, რომ ასე მოიქცნენ და თვითონვე მოკლან ქუჩის ძაღლები. იგივე შეიძლება ითქვას მოწოდებაზე “გაატყავეთ დაკლული ღორი!”.

ცხადია, მსგავსი შინაარსის პოსტერებს დღეს მინიმუმ, არც თუ ისე მცირემასშტაბიანი აქცია მაინც მოყვებოდა. 

 

7: მტერი განადგურებული იქნება.

 

 

საბჭოთა კავშირის დროინდელ პოსტერებში არაერთხელ შეხვდებით ისეთ გზავნილებს, სადაც სიძულვილის ენა გამართლებულია, შეძახილებით “ჩვენი საქმე სამართლიანია”. 

ხშირ შემთხვევაში, მთავარი მტერი – ჰიტლერი და გერმანია ღორის ან ქვეწარმავლის სახით გვევლინება. 

ალბათ, დაგვეთანხმები, რომ დღეს მსგავსი – ხმამაღალი და ძალადობის წამაქეზებელი პოლიტიკური შინაარსის პოსტერები უბრალოდ ვერ იარსებებდა. 

 

8: ბოროტად ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკას!

 

 

იცოდი, რომ გარდა იმისა, რომ მაკიაჟი აბერებს, მისი გამოყენება ბოროტადად შეიძლება? – ყოველ შემთხვევაში 1978 წელს ასეთი გზავნილები ვრცელდებოდა საბჭოთა საქართველოში. 

 

9: გაიტანეთ ნაგავი!

 

 

შეიძლება ითქვას, რომ ეს პოსტერი ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელია ადამიანისთვის, რომელიც გარდა მიკერებული იარლიყებისა, ნაგვად აღიქმება საზოგადოების თვალში.  

საბედნიეროდ, მსგავსი შინაარსის პოსტერები დღეს უბრალოდ ვერ იარსებებდა.  

 

10: მოსწიეთ პაპიროსი

 

 

მაშინ, როდესაც ყველა ფილმის დაწყების წინ ჩაგვესმის, თუ როგორი მავნეა და რა დაავადებებს იწვევს თამბაქოს მოწევა, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ დღეს მსგავსი შინაარსის და მოწოდების მქონე რეკლამას ვერ ვიხილავთ, როგორც ეს 1954 წელს ხდებოდა. 


თითოეული პოსტერი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში ინახება და მათი დათვალიერება ალდაგის პოსტერების ციფრულ საცავში” შეგიძლია, სადაც ძალიან ბევრ ფერად, ლამაზ და საინტერესო შინაარსის პოსტერებს აღმოაჩენ.

ზევით